ჰიტცფელდი: "ჰიონესი კიდევ 10 წელი იმუშავებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიტცფელდი: "ჰიონესი კიდევ 10 წელი იმუშავებს"


ჰიტცფელდი:

მიუნხენური გრანდის ყოფილმა თავკაცმა, ლეგენდარულმა "გენერალმა", "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესზე ისაუბრა.

"ჰიონესი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია, რომ 10 წელი კიდევ იმუშავოს. მას ბიზნეს-სამყაროში ძალიან დიდი გამოცდილება, განათლება და ურთიერთობები აქვს.

ული ცოტათი დამაკლდა მისი დაბრუნების საწყის პერიოდში, ვინაიდან ცოტათი თავშეკავებული ჩანდა და რაელურად არ იცოდა საიდან დაეწყო ახალი ეპოქა", - განაცხადა ოტმარ ჰიტცფელდმა.

ული ჰიონესი 2014 წლის მარტში გადასახადების დამალვის გამო დაიჭირეს და "ბაიერნის" პრეზიდენტის პოსტიდან დროებით გადადგა. თუმცა გასული წლის თებერვალში ული ნაადრევად გამოუშვეს, მოგვიანებით კი კვლავ "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტად იქნა არჩეული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები