გვარდიოლა: "ძალიან ბედნიერები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ძალიან ბედნიერები ვართ"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, "უოტფორდთან" დღევანდელი თამაშის შემდეგ ძალიან კმაყოფილი დარჩა.

"ეს კარგი იყო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის საღამოდან მხოლოდ სამი დღე გავიდა. ძალიან ბედნიერები ვართ.

რა თქმა უნდა, შედეგი და კარის მშრალად შენახვაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენი თამაშის სტილია. ბიჭები დიდებულად კომბინირებდნენ. ძალიან კარგი იყო!", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ცისფრებმა" სტუმრად 6:0 იმარჯვეს და მორიგი დიდებული თამაში ჩაატარეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტი პეპ გვარდიოლა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები