ოქრიაშვილი და ლიპარტია შეცვლიდან გამოვიდნენ, ლორიამ კვლავ არ ითამაშა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოქრიაშვილი და ლიპარტია შეცვლიდან გამოვიდნენ, ლორიამ კვლავ არ ითამაშა


ოქრიაშვილი და ლიპარტია შეცვლიდან გამოვიდნენ, ლორიამ კვლავ არ ითამაშა

რუსეთის პრემიერლიგაში მახაჩყალის ანჟი შინ 1:5 დამარცხდა კრასნოდართან. ეს მატჩი საინტერესო იმით არის, რომ ხანგგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც კრასნოდარელთა შემადგენლობაში 75-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და დაბრუნება გოლითაც აღნიშნა _ თორნიკემ 79-ე წუთზე ანგარიში 5:1 გახადა. ოქრიაშვილი მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ტექნიკური დარტყმით უშანსოდ დატოვა მეკარე.

მახაჩყალელთა რიგებში 61-ე წუთიდან ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ. ხოლო გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

სატურნირი ცხრილში კრასნოდარი ჯერ მეორეა, ხოლო ანჟი _ ბოლოდან მეორე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები