ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO]


ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO]
რუსეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "ანჟისა" და "კრასნოდარს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1:5 დასრულდა.

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, მოედანზე გამოჩნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.

მოედანზე გამოსვლიდან ზუსტად 4 წუთში ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

10 ტურის შემდეგ, ოქრიაშვილის "კრასნოდარი" 21 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას გუნდი უშუალო კონკურენტ "ზენიტთან" გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი ტრავმის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერც ნაკრებს და ვერც გუნდს ვერ ეხმარებოდა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები