ტორპედომ ბათუმის დინამო არ დაინდო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტორპედომ ბათუმის დინამო არ დაინდო


ტორპედომ ბათუმის დინამო არ დაინდო

ბათუმის დინამომ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო 0:5. ზღვისპირელები ამჯერად ტორპედოსთან დამარცხდნენ, რომლებმაც მეორე ადგილი დაიბრუნეს.

პირველი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ტორპედოს კართან შეიქმნა, მაგრამ მარცვალაძე ვერ გაერკვა სიტუაციაში. შემდეგ კი მასპინძლები ორჯერ გადარჩნენ _ კუტალია ჯერ თავით ცდილობდა გატანას, მაგრამ ტიმოფეევმა აუღო, შემდეგ კი ქუთაისელთა შემტევმა ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც არზიანის შეცდომის შედეგად პირისპირ დარჩა მეკარესთან და ისევ ტიმოფეევმა აჯობა.

მე-14 წუთზე კი მანამდე უშეცდომოდ მოთამაშე ტიმოფეევიც შეცდა, რომელმაც დოლიძის გამჭოლი პასი ვერ შეიმაგრა და ქიმაძემ ანგარიში გახსნა.

ტორპედო ისევ აქტიურად უტევდა, რითიც მეტოქეს ავიწროებდა და მალე მეორე გოლიც გავიდა. კუტალიას მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი ტუღუშმა ერთი შეხებით გადაგზავნა კარში _ 0:2.

ამის შემდეგ თამაში ოდნავ ჩაწყნარდა, მაგრამ 36-ე წუთზე კვირკველია პოზიციურად შეცდა, კაპანაძე გაეპარა და ბათუმელთა მცველს ისღა დარჩენოდა საჯარიმოში წაექცია. პენალტი ზუსტად დაარტყა კუხიანიძემ _ 0:3.

მეორე ტაიმში უფრო მეტს ბათუმელები უტევდნენ და კვასხვაძემ რამდენჯერმე იხსნა ტავისიანები. თავის მხრივ ტიმოფეევმაც გადარჩინა დინამო გაშვებულ გოლს. მთლიანობაში შესვენების შემდეგ უფრო მშვიდი თამაში იყო. თუმცა, ტორპედომ კიდევ 2 გოლის გატანა მაინც მოახერხა: ჯერ კორობკამ დაამატა მეკარის მოგერიებულ ბურთს, ხოლო კუხიანიძემ ტუღუშის შესანიშნავი პასის შემდეგ დუბლი გაიფორმა.

დინამო (ბთ)-ტორპედო 0:5
ბათუმი. რაგბი არენა
0:1 ქიმაძე (14), 0:2 ტუღუში (22), 0:3 კუხიანიძე (37პ), 0:4 კორობკა (83), 0:5 კუხიანიძე (88)

დინამო: ტიმოფეევი, ფარტენაძე, მახარაძე, შონია, სუხიაშვილი, კვირკველია, ჩოგაძე (თევდორაძე 55), ე.გრიგალაშვილი (ქავთარაძე 89), არზიანი (ფლამარიონი 56), კვასოვი, მარცვალაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, კაპანაძე (მამასახლისი 62), კუხიანიძე, კუტალია (კუჭუხიძე 80), დოლიძე (კორობკა 67), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები