მორატამ რეალის დატოვების მიზეზზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატამ რეალის დატოვების მიზეზზე ისაუბრა


მორატამ რეალის დატოვების მიზეზზე ისაუბრა

"ჩელსის" შემტევმა ალვარო მორატამ "რეალის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანელმა შემტევმა მადრიდი დატოვა და კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება გადაწყვიტა.

"ზიდანს უნდოდა, რომ "რეალში" დავრჩენილიყავი და ამ კლუბში მეც ბედნიერი ვიყავი, თუმცა არ შემეძლო სათადარიგო სკამის ფეხბურთელად დარჩენა.

თამაშის ხარისხის გაზრდისთვის, ძირითად შემადგენლობაში ყოფნა აუცილებელია. ამბიციური მოთამაშე ვარ და მინდა, რომ წარმატებას მივაღწიო", - განაცხადა მორატამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები