მორატა: "მემგონი მხოლოდ გვარდიოლა და კლოპი დამრჩა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა: "მემგონი მხოლოდ გვარდიოლა და კლოპი დამრჩა"


მორატა:

ალვარო მორატამ იმ მწვრთნელებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც მას სხვადასხვა დროს ავარჯიშებდნენ.

ესპანელი შემტევი მხოლოდ 24 წლის არის, თუმცა მას უკვე ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც არის "რეალი", "იუვენტუსი" და "ჩელსი".

"გასულ კვირას ფიფას მწვრთნელების კონფერენცია გაიმართა და შეხვედრის ფოტოებს ვათვალიერებდი.

უცებ დავფიქრდი, რომ ნათამაშები მაქვს ზიდანის, ანჩელოტის, კონტეს, მოურინიოსა და ალეგრის გუნდებში. ალბათ, ახლა მხოლოდ გვარდიოლა და კლოპი აკლია ჩემს სიას", - განაცხადა მორატამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები