სუარესის გამო სიტიმ ბარსელონასგან დამატებით 800 000 მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სუარესის გამო სიტიმ ბარსელონასგან დამატებით 800 000 მიიღო


სუარესის გამო სიტიმ ბარსელონასგან დამატებით 800 000 მიიღო

გუშინ, ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "ხეტაფეს" ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

დენის სუარესმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გოლის გატანაც მოახერხა. მისი თამაში "ბარსელონას" 800 000 ევრო დაუჯდა.

2013 წელს ახალგაზრდა ესპანელი "ბარსელონამ" იყიდა, რა დროსაც "სიტიმ" კონტრაქტში დამატებით ბონუსური სისტემა შეიტანა.

მართალია, შემდეგ სუარესი "ვილიარეალში" გადავიდა და ამის შემდეგ დაბრუნა "ბლაუგრანაში", თუმცა "სიტის" ბონუსური სისტემა კვლავ ძალაშია, რადგან ფეხბურთელი საბოლოოდ მაინც "ბარსელონაშია".

ერთ-ერთი პუნქტი 23 წლის შემტევის თამაშების რაოდენობას ეხებოდა. იმ შემთხვევაში, თუ სუარესი "ბარსელონაში" 40 მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, "სიტის" დამატებით 800 000 უნდა მიეღო.

"ხეტაფესთან" შეხვედრა, სუარესისთვის რიგით მე-40 აღმოჩნდა და "ქალაქელებმაც" თანხა მიიღეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები