როი ჰოჯსონმა პირველივე მატჩში ინგლისში 129-წლიანი ანტი რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როი ჰოჯსონმა პირველივე მატჩში ინგლისში 129-წლიანი ანტი რეკორდი დაამყარა


როი ჰოჯსონმა პირველივე მატჩში ინგლისში 129-წლიანი ანტი რეკორდი დაამყარა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა "კრისტალ პალასი" ჩაიბარა.

გუშინ, სადებიუტო მატჩში მან შინ "საუთჰემპტონი" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

გაცნობებთ, რომ "კრისტალ პალასს" პრემიერ ლიგის პირველი ხუთი შეხვედრიდან ხუთივე წაგებული აქვს. ასევე, გუნდს არც ერთი გოლი არ აქვს გატანილი და საპასუხოდ 8 გაუშვა.

უცხოური გამოცემები წერენ, რომ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში მსგავსი ცუდი შედეგი არასდროს დაფიქსირებულა.

ინგლისის ჩემპიონატი 1888 წელს დაარსდა და მას შემდეგ არ მომხდარა, რომ რომელიმე გუნდს პირველი 5 ტურის შეხვედრიდან 5-ვე წაეგოს და 1 გოლიც ვერ გაეტანოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები