კრესპო: "მესისა და რონალდუს შემდეგ სხვა პლანეტიდან იკარდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრესპო: "მესისა და რონალდუს შემდეგ სხვა პლანეტიდან იკარდია"


კრესპო:

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ერნან კრესპო მოქმედ კაპიტანს მაურო იკარდის აქებს.

24 წლის არგენტინელმა სერია ა-ს 4 ტურში 5 გოლის გატანა შეძლო და გუნდს ოთხივე შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

"რონალდუსა და მესის შემდეგ ვინ არის სხვა პლანეტიდან? იკარდი. ის არის ფორვარდი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს.

24 წლის ასაკში ის უკვე დიდებულად ასპარეზობს და შეუძლია მსოფლიო დონის ფორვარდი გახდეს.

არგენტინელს ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდი, როდესაც პირველად ჩამოვიდა იტალიაში. ის ყოველწლიურად ვითარდებოდა", - განაცხადა კრესპო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები