ვალვერდე: "გაშვებული გოლის შემდეგ გვჯეროდა, რომ დაბრუნებას შევძლებდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "გაშვებული გოლის შემდეგ გვჯეროდა, რომ დაბრუნებას შევძლებდით"


ვალვერდე:

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ხეტაფესთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან რთული გამოვიდა, მეტოქე კი დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდა.

ესპანელი თავკაცის თქმით, კატალონიელებისთვის აღნიშნული მატჩი კარგი ტესტი იყო.

"გამარჯვება ძვირად დაგვიჯდა. ხისტი და ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

"მეტოქე მანევრირების საშუალებას არ გვაძლევდა. მიუხედავად ამისა, მატჩის მობრუნება შევძელით. კარგი ტესტი იყო".

"მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა. მათი ზეწოლის დაძლევა მოგვიწია. გაშვებული გოლის შემდეგ გვჯეროდა, რომ დაბრუნებას შევძლებდით. გამოგვივიდა".

"შესვენებაზე იმაზე ვისაუბრეთ, რომ სწრაფად თამაში არ გამოგვდიოდა. ბალახი მშრალი იყო და ბურთი ცუდად გორავდა", - დასძინა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები