სად იმყოფება და რომელ მატჩს დაესწრო დისკვალიფიცირებული კრიშტიანუ რონალდუ გუშინ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სად იმყოფება და რომელ მატჩს დაესწრო დისკვალიფიცირებული კრიშტიანუ რონალდუ გუშინ?


სად იმყოფება და რომელ მატჩს დაესწრო დისკვალიფიცირებული კრიშტიანუ რონალდუ გუშინ?

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "სპორტინგსა" და "ტონდელას" შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, იტყობინება Marca.

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს თან მისი ფეხმძიმე მეგობარი გოგონა, ჯორჯინა როდრიგესი ახლდა.

რონალდუ, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის რამდენიმე მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ლისაბონში სტადიონ "ჟოზე ალვალადეს" ესტუმრა და "სპორტინგის" პრეზიდენტ ბრუნო დე კარვალიოსაც გაესაუბრა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ 1997 წლიდან 2003 წლამდე სწორედ ლისაბონური კლუბის ღირსებას იცავდა.

32 წლის პორტუგალიელი "რეალ სოსიედადთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის ეგიდით გასამართ დღევანდელ მატჩსაც გამოტოვებს და 5-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები