კოუტინიომ ლივერპულსა და ბარსელონაზე პირველი განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიომ ლივერპულსა და ბარსელონაზე პირველი განცხადება გააკეთა


კოუტინიომ ლივერპულსა და ბარსელონაზე პირველი განცხადება გააკეთა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ აღნიშნა, რომ "ბარსელონაში" არშემდგარ ტრანსფერზე არ ფიქრობს.

25 წლის ბრაზილიელის თქმით, ეს ისტორია წარსულს ჩაბარდა.

"ბარსელონას" წინადადება მაინტერესებდა, მაგრამ ახლა "ლივერპულსა" და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში წარმატებული სეზონის ჩატარებაზე ვარ კონცენტრირებული", - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს ESPN.

"ბარსელონასგან" წინადადების მიღება დიდი პატივი იყო. თუმცა ჩემთვის "ლივერპულში" თამაშიც ასევე დიდი პატივია", - დაამატა ფილიპემ.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს კატალონიურმა გრანდმა მერსისაიდელთა ვარსკვლავის ხელში ჩაგდება არაერთხელ სცადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები