სელტიკის დაუჯერებელი სერია შოტლანდიაში — რამდენი მატჩია არ აგებს გლაზგოური კლუბი?
თარიღი: სექტემბერი 17, 2017, 11:52
შოტლანდიის ჩემპიონატის ლიდერმა, "სელტიკმა", რომელმაც მე-6 ტურში "როს ქაუნთი" (4:0) გაანადგურა, ეროვნულ ჩემპიონატსა და ლიგის თასზე რეკორდული წაუგებელი სერია 55 მატჩამდე გაზარდა.
ბოლოს გლაზგოური გუნდი 2016 წლის 11 მაისს დამარცხდა, როცა "კელტებმა" სტუმრად "სენტ ჯონსონთან" (1:2) წააგეს.
ცნობისთვის, საერთაშორისო არენაზე შოტლანდიური გუნდი საკმაოდ წარუმატებლად ასპარეზობს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "სელტიკი" შინ "პსჟ"-სთან განადგურდა (0:5).
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE