პოჩეტინო: "ტოტენჰემის თამაშით კმაყოფილი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "ტოტენჰემის თამაშით კმაყოფილი ვარ"


პოჩეტინო:

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, "სუონსისთან" გუშინდელი მატჩი შეაფასა.

"იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. თამაშს სრულიად ვაკონტროლებდით, მომენტებსაც ვქმნიდით, მაგრამ ბედმა არ გაგვიღიმა.

ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს "უემბლიზე" გამართული მორიგი მატჩია, რომელიც ვერ მოვიგეთ და ეს ნამდვილად არ მომწონს.

ამ ფრის შემდეგ "სუონსიც" უნდა შევაქოთ. ამ გუნდს ერთი ქულის მოპოვებას ვულოცავ", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "დეზებმა" "სუონსი სიტი" შინ მიიღეს და უგოლო ფრე გააგორეს. "ტოტენჰემმა" ახალ სეზონში "უემბლიზე" 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტოტენჰემი მაურისიო პოჩეტინო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები