ფალკაომ დანაშაული აღიარა, თუმცა ესპანეთის საგადასახადო 1,3 მლნ ევროს დაუბრუნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფალკაომ დანაშაული აღიარა, თუმცა ესპანეთის საგადასახადო 1,3 მლნ ევროს დაუბრუნებს


ფალკაომ დანაშაული აღიარა, თუმცა ესპანეთის საგადასახადო 1,3 მლნ ევროს დაუბრუნებს

"მონაკოს" ფორვარდმა, რადამელ ფალკაომ, რომელიც 2011 წლიდან 2013 წლამდე "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა, ესპანეთის საგადასახადო სამსახურს "დანებდა".

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა 5,6 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე თავისი დანაშაული აღიარა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

სასამართლოს თავიდან აცილებისთვის 31 წლის სამხრეთამერიკელს 6,9 მილიონიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა.

ივლისში ფალკაომ ესპანეთის ხაზინა 8,2 მლნ ევროთი შეავსო. ასე და ამგვარად, ზემოთაღნიშნული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს 1,3 მილიონს დაუბრუნებენ.

აქამდე არსებული ცნობით, წარსულში ფალკაო ვირჯინიის კუნძულებსა, პანამაში და ირლანდიაში სხვადასხვა კომპანიის მომსახურებით სარგებლობდა, რათა გადასახადებისგან თავი აერიდებინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები