გვარდიოლა: "აგუერო ნამდვილი მასტერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "აგუერო ნამდვილი მასტერია"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ სერხიო კან აგუერო შეაქო.

"აგუეროს გოლები მის შესაძლებლობებზე თავისთავად მეტყველებს. ის ნამდვილი მასტერია და ჰეთ-თრიქით გაგვახარა. ჟეზუსსა და სერხიოს ერთად თამაში შეუძლიათ, რაც ამ თამაშში დაამტკიცეს. გაბრიელი - ნამდვილი მებრძოლია, რომელიც გუნდს ბევრ რამეში ეხმარება.

ყველა ჩვენი მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე იყო. "უოტფორდის" სტუმრად 6:0 დამარცხება უბრალოდ დიდებული მიღწევაა. ძალიან კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

"ცისფრებმა" ბოლო სამი თამაში მშრალად მოიგეს, 15 გოლი გაიტანეს და უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები