ლევანდოვსკი რეალში? — პოლონელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი რეალში? — პოლონელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა


ლევანდოვსკი რეალში? — პოლონელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა აქამდე დაწერა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ თავის აგენტს "რეალში" ტრანსფერის გაჩარხვა სთხოვა.

"ყველა სისულელეზე კომენტარი არ უნდა გავაკეთო", - შემდეგნაირი პასუხი გასცა "რეალის" თაობაზე დასმულ შეკითხვაზე ლევანდოვსკიმ Sky Germany-ს ჟურნალისტს "მაინცთან" (4:0) მატჩის შემდეგ.

მოგეხსენებათ, ლევანდოვსკიმ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მიუნხენელებმა ფეხბურთელების სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაიხადონ, რათა კონკურენტუნარიანები დარჩნენ.

ზემოთაღნიშნულის პასუხად, "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე შეწუხებული დარჩა და ისიც აღნიშნა, რომ პოლონელს "რეალში" თამაში ნამდვილად უნდა.

თუმცა, როგორც ფუნქციონერმა თქვამ, რობერტს "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს და შეთანხმებაში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ჩადებული არ გახლავთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები