მოურინიო: "ვფიქრობ, ლუკაკუს ტრანსფერის მთავარი ფაქტორი არა მე, არამედ ფული იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "ვფიქრობ, ლუკაკუს ტრანსფერის მთავარი ფაქტორი არა მე, არამედ ფული იყო"


მოურინიო:

"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ "წითელი ეშმაკუნების" ფეხბურთელი პირველ რიგში ფინანსური მიზეზების გამო გახდა.

მოგეხსენებათ, ზაფხულში ბელგიელი "იუნაიტედს" "ევერტონიდან" შეუერთდა, თუმცა თავიდან მას "ჩელსიში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამის შემდეგ დაიწერა, რომ აღნიშნულ ტრანსფერში მთავარი როლი სწორედ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ითამაშა, რომელიც რომელუსთან ერთად ახლო წარსულში სწორედ "ჩელსიში" მუშაობდა.

"ვფიქრობ, ლუკაკუს ტრანსფერის მთავარი ფაქტორი არა მე, არამედ ფული იყო", - აღნიშნავს ჟოზე.

"ის თანხა გადავიხადეთ, რაც "ევერტონმა" მოითხოვა, ხელფასის თაობაზე ფეხბურთელის მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ და აგენტს საკომისიო გადავუხადეთ. ვფიქრობ, საქმე სწორედ ამაში იყო, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ".

"გამყიდველისთვის მნიშვნელოვანია, რამდენს იხდის მყიდველი. "იუნაიტედმა" გადახდა გადაწყვიტა და ფეხბურთელი დაიმატა".

აქამდე, თავად ლუკაკუმ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სწორედ მოურინიოს გამო გადავიდა.

ლუკაკუმ "წითელი ეშმაკუნების" მაისურით ჩატარებულ პირველ ექვს შეხვედრაში თავი ამდენივე გატანილი გოლით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები