ნავალოვსკის საგოლე პასი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნავალოვსკის საგოლე პასი


ნავალოვსკის საგოლე პასი

რუსეთის პრემიერლიგისი მატჩი ხაბაროვსკის სკა ენერგიასა და გროზნოს ახმატს შორის 2:2 დასრულდა. ხაბაროვსკელთა პირველი საგოლე პასის ავტორად კი გიორგი ნავალოვსკი წერია.

ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა, რადგან ნავალოვსკის პასი გზად ერთ-ერთ გროზნოელ მცველს მოხვდა და ცარიელი კარის წინ მყოფ სავიჩევთან მივიდა, რომელმაც გახსნა ანგარიში. შემდეგ ხაბაროვსკელები აგებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ფრე გაახერხეს. ეს მათი ზედიზედ მეხუთე ფრეა.

სკა ენერგიას 8 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები