კრასნოდარის მწვრთნელი: "ბედნიერი ვარ, რომ ოქრიაშვილი ასე დაბრუნდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრასნოდარის მწვრთნელი: "ბედნიერი ვარ, რომ ოქრიაშვილი ასე დაბრუნდა"


კრასნოდარის მწვრთნელი:

"ანჟისა" და "კრასნოდარის შეხვედრაში, რომელიც 1:5 დასრულდა, გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე ოქრიაშვილმა.

მოგეხსენებათ, ოქრიაშვილი ტრავმის გამო რამდენიმე თვე გამოტოვა და სწორედ ამ შეხვედრაში დაბრუნდა. 

"კარგი თამაში გამოვიდა და მოხარული ვარ შედეგით. ამდენი გოლი დიდი ხანია არ გაგვიტანია. მომენტები გვქონდა და 5 გოლზე მეტის გატანაც შეგვეძლო.

ბედნიერი ვარ, რომ ოქრიაშვილი ასე დაბრუნდა, კმაყოფილი ვარ სმოლოვისა და ვანდერსონის თამაშითაც", - აცხადებს "კრასნოდარის" მწვრთნელი იგორ შალიმოვი.

სავარაუდოდ, ოქრიაშვილი ოქტომბერში გასამართ მატჩებში საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები