დიბალა იუვენტუსის რეკორდსმენი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიბალა იუვენტუსის რეკორდსმენი გახდა


დიბალა იუვენტუსის რეკორდსმენი გახდა

ტურინის "იუვენტუსის" შემტევი, პაულო დიბალა, "ბებერი ქალბატონის" ისტორიაში შევიდა.

ამ წუთებში მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩს ატარებს და სტუმრად "სასუოლოს" 1:0 ამარცხებს.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი არგენტინელმა მოთამაშემ ულამაზესი შორეული დარტყმით გაიტანა და "იუვენტუსის" ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის საწყის 4 ტურში მოახერხა თავის გამოჩენა.

სერია ა-ს ახალი სეზონი პაულომ ჩინებულად დაიწყო და თითოეულ შეხვედრაში გაიტანა გოლი. აქამდე მან "კალიარის", "ჯენოასა" და "კიევოს" კარებები აიღო.

23 წლის დიბალა დღეს "იუვენტუსის" მაისურით თავის მე-100 მატჩს ატარებს, რომლებშიც უკვე 50 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი პაულო დიბალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები