დიბალას მე-100 მატჩი იუვენტუსში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიბალას მე-100 მატჩი იუვენტუსში


დიბალას მე-100 მატჩი იუვენტუსში

იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში "სასუოლოსთან" გამართული შეხვედრა "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალასთვის ტურინელთა მაისურით მე-100 აღმოჩნდა.

ზემოთაღნიშნული მატჩი "ბებერმა ქალბატონმა" ანგარიშით 3:1 იმარჯვა, არგენტინელმა შემტევმა კი ჰეთ თრიქი შეასრულა.

შეგახსენებთ, დიბალა ტურინულ კლუბში 2015 წლიდან ასპარეზობს. 100 მატჩში პაულოს 52 გოლი დაუგროვდა.

"იუვენტუსთან" ერთად დიბალამ ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი, გარდა ამისა იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები