პოგბას აღდგენითი პროცესები შეიძლება სამ თვემდე გაიწელოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოგბას აღდგენითი პროცესები შეიძლება სამ თვემდე გაიწელოს


პოგბას აღდგენითი პროცესები შეიძლება სამ თვემდე გაიწელოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ტრავმა შეიძლება იმაზე სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

როგორც Sunday Times იტყობინება, ფრანგის აღდგენითი პროცესები არ არის გამორიცხული სამ თვემდე გაიწელოს.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, პოგბას კუნთისა და მარცხენა ფეხის მუხლქვეშა მყესის დაზიანება აღენიშნება.

24 წლის ჰავბეკი დეტალური სამედიცინო შემოწმების გასავლელად აშშ-ში უნდა გაემგზავროს.

შეგახსენებთ, პოგბამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბაზელთან" (3:0) გამართულ მატჩში მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები