დემბელე 2017 წელს ვეღარ ითამაშებს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დემბელე 2017 წელს ვეღარ ითამაშებს!


დემბელე 2017 წელს ვეღარ ითამაშებს!

"ბარსელონამ" ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ თავდამსხმელი, უსმან დემბელე გუნდს ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა.

მოგეხსენებათ, 20 წლის ფრანგმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატში "ხეტაფესთან" (2:1) გამართულ გუშინდელ შეხვედრაში მიიღო.

დეტალური სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დადგინდა, რომ დემბელეს მარცხენა ფეხის კუნთი და მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული.

მომავალ კვირაში უსმანს ფინეთში ოპერაცია ჩაუტარდება, შემდეგ კი აღდგენითი პროცესები ოთხ თვემდე გასტანს.

ასე და ამგვარად, მიმდინარე წელს ახალგაზრდა ტალანტს მინდორზე ვეღარ ვიხილავთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები