დიბალა: "მწვრთნელი იქ მათამაშებს, სადაც მინდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიბალა: "მწვრთნელი იქ მათამაშებს, სადაც მინდა"


დიბალა:

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა იტალიის ჩემპიონატში "სასუოლოს" (3:1) კარში შესრულებული ჰეთ თრიქით გახარებული დარჩა.

მოგეხსენებათ, არგენტინელმა ტურინელთა რიგებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

"ძალიან გახარებული ვარ", - ციტირებს დიბალას სიტყვებს Sky Italia.

"გატანა ძალიან მინდოდა. გუნდი კვლავ იგებს და თამაშის უმაღლეს დონეს აჩვენებს".

"ვიმედოვნებ, ასე გავაგრძელებ. გუნდი უფრო დამაჯერებელს მხდის, მწვრთნელი კი იქ მათამაშებს, სადაც მინდა. მატჩებში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ", - დასძინა პაულომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები