ოფიციალურად: კარვახალმა რეალთან 2022 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: კარვახალმა რეალთან 2022 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი


ოფიციალურად: კარვახალმა რეალთან 2022 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი

მადრიდის "რეალის" ესპანელი მარჯვენა მცველი, დანიელ კარვახალი თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება.

ესპანელმა მცველმა მადრიდულ კლუბთან საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2022 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჯერჯერობით კონტრაქტის პირობები არ არის ცნობილი, თუმცა უცხოური გამოცემების ცნობით, კარვახალის ყოველკვირეული შემოსავალი 100 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი იქნება.

ამ სეზონში კარვახალმა პრიმერა დივიზიონის ეგიდით 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა საგოლე გადაცემით ან გატანილი გოლით მას თავი არ გამოუჩენია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები