ლონდონური დერბი უგოლოდ დასრულდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლონდონური დერბი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]


ლონდონური დერბი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური თამაში "სტემფორდ ბრიჯზე" ცოტათი მოსაწყენი, მაგრამ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ლონდონის "ჩელსისა" და ლონდონის "არსენალის" დაპირისპირება უშეღავათო ორთაბრძოლაში წარიმართა, იყო ბევრი ხისტი, უხეში თამაში და დერბისათვის დამახასიათებელი დაძაბულობა.

მთელი 90 წუთის განმავლობაში აბსოლუტურად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ უგოლოდ დასრულდა და ლონდონურმა კლუბებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის მიწურულს სეად კოლასინაჩის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მოედნიდან "ჩელსის" ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი, გააძევეს, მაგრამ დრო ცოტა იყო და "არსენალმა" რიცხობრივი უპირატესობით ვეღარ ისარგებლა.

5 ტურის შემდეგ ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა 10 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა. "არსენალი" კი 7 ქულით ჯერ მხოლოდ მე-12 ადგილს იკავებს.

ჩელსი 0:0 არსენალი


შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა; მოზესი, ასპილიკუეტა, კეჰილი, დავიდ ლუისი, მარკოს ალონსო; კანტე, ფაბრეგასი; ვილიანი (აზარი 70'), მორატა (კრისტენსენი 89'), პედრო (ბაკაიოკო 49').

არსენალი: ჩეხი; ბელერინი, კოსელნი, მუსტაფი, მონრეალი, კოლასინაჩი; რემზი, ჯაკა; უელბეკი (ჟირუ 73'), ლაკაზეტი (სანჩესი 66'), ივობი (ელნენი 80').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები