დილამ საჩუქარი შეირგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დილამ საჩუქარი შეირგო


დილამ საჩუქარი შეირგო

ქობულეთელთათვის ძლიან მნიშვნელოვანი იქნებოდა 3 ქულა, მაგრამ არანაკლებ ჭირდებოდა გორელებს, რომლებლაც პრაქტიკულად საჩუქრად მიიღეს და შეირგეს.

დილას პრაქტიკულად მომენტი არ შეუქმნია და გოლიც ქობულეთელთა მეკარის, გიორგი სომხიშვილის მანუსზეა, რომლემაც ცუდად შეიტანა ბურთი თამაშში და ირაკლი ძარიამ თავზე გადაუგდო.

მალევე ფანცულიმ დაარტყა და სომხიშვილს არცთუ რთული ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

ეს იყო და ეს _ გორელებს მეტი მომენტი არ შეუქმნია მეოქის კართა და რომ არა სომხიშვილის ის შეცდომა, არავინ იცის წაიღებდნენ თუ არა გორელები 3 ქულას.

თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ შუქურა სჯობდა მეტოქეს. დილა უფრო აკონკტროლებდა თამაშის მიმდინარეობას და მათ კართან სახიფათო მომენტი მხოლოდ ტაიმის ბოლოს შეიქმნა, როდესაც გელა გოგიტიძის თავური დარტყმა მიხეილ მუჯრიშვილმა მოიგერია. იმავე შეტევას მოჰყვა გია ჩადუნელის დარტყმა, რომელიც ოდნავ ასცდა გორელთა კარს.

მეორე ტაიმში იგივე სიტუაცია იყო _ დილა აკონტროლებდა თამაშს და მხოლოდ ბოლო „ჩაჯდა“ დაცვაში, მაგრამ კონტრშეტევები უფრო მწვავე გამოდიოდა. მანამდე შუქურას ერთი რეალური მომენტი ჰქონდა, როდესაც ჯეფიონიოს პასით ერეკლე მალაზონია დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი გორელთა ლეგიონერმა მცველმა, ალიუ აბუბაკარმა „დაბლოკა“.

დილამ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და პლეი აუტის ზონას დაუსხლტა.

შუქურა-დილა 0:1
ბათუმი. რაგბი არენა
0:1 ძარია (8)

შუქურა: სომხიშვილი, ჩადუნელი, ართმელაძე (მალაზონია 46), ჩაგელიშვილი, ჯეფინიო (შალამბერიძე 69), კლიმიაშვილი, მარსელინიო, ა.გურული, დასე (გოგილაშვილი 86), გოგიტიძე, ჩაჩუა

დილა: მუჯრიშვილი, რაზმაძე, ნონიკაშვილი (ნუბიო 66, მაჩაიძე 77), ფანცულაია, აბუბაკარი, ქარქუზაშვილი, კირკიტაძე, კვახაძე, მორასი, ძარია, დერეტი (პედრინიო 46)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები