მოურინიო: "პოგბამ შეიძლება 12 დღე ან 12 კვირა გამოტოვოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "პოგბამ შეიძლება 12 დღე ან 12 კვირა გამოტოვოს"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის ფრანგ ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა მოთამაშემ დღეს "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო.

"არ ვიცი პოგბა 12 დღეს გამოტოვებს თ 12 კვირას. ახლა ჩემი მხრიდან ნებისმიერი კომენტარის გაკეთება სრული უაზრობა იქნება, რადგან ჯერჯერობით არაფერი ვიცით.

მოთამაშეს დაუდგინდება დიაგნოზი და სამედიცინო კვლევის შემდეგ გავარკვევთ, თუ როდის შეძლებს პოგბა კვლავ მოედანზე გასვლას. კლუბში ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რამდენად მძიმეა პოგბას ტრავმა", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები