დინამომ წააგო და სატურნირო ცხრილში ყველაფერი დაძაბა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინამომ წააგო და სატურნირო ცხრილში ყველაფერი დაძაბა


დინამომ წააგო და სატურნირო ცხრილში ყველაფერი დაძაბა

ამ მატჩის შედეგის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ყველაფერი დაიძაბა _ ბრძოლა ჩემპიონობისთვის, საპრიზო სამეულისთვის და ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად.

დინამო კი კრიზისშია _ უკვე 4 მატჩის ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მთელი სეზონი შემართებით აჩვენებდა და ულაპარაკო ჩემპიონობისკენ მიიწევდა. ახლა კი ყველაფერი წინაა. მართალია, მეტოქეებს 6-6 ქულით უსწრებს, მაგრამ მათი თამაშის შემხედვარე, ეს უპირატესობა ზღვაში წვეთია.

საბურთალომ დინამოს დარბევა მე-4 წუთიდან დაიწყო _ დავით ვოლკოვმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ნუკრი რევიშვილიც დიდად წაეხმარა ამაში...

დინამოელებმა შეუტიეს და მიქელთაძე მაკრატელა დარტყმით ასრულებდა მომენტს, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. შემდეგ მომენტში ლაშა თოთაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი კედელში მდგომ ფეხბურთელებს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა, დასწრებაზე კი მიკოლა კოვტალიუკს სულ ოდნავ დააკლდა. დინამომ მოუმატა შეტევებს და კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. შულაიას ჩაწოდებულს, მეტოქე გუნდის მცველი საკუთარ კარში ჭრიდა, ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა საბურთალო. 23- ე წუთზე სტუმრები კიდევ ერთხელ გადარჩნენ. გიორგი ზარია გაიჭრა კარისკენ და გზად მცველიც ჩამოიტოვა, ზუსტი პასით ბექა მიქელთაძე მოძებნა, მისი დარტყმული კი ისევ კუპატაძემ მოიგერია. მასირებულმა შეტევებმა საბოლოო შედეგი 27-ე წუთზე გამოიღო. შულაიას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს ლაშა თოთაძე დაუხვდა და სტატუს ქვო აღადგინა _ 1:1.

34-ე წუთზე უკვე დინამო გადარჩა გაშვებულ გოლს. გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა, დარტყმა კი არ გამოუვიდა. სამაგიეროდ 3 წუთში ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა _ 1:2 და გუნდები შესვენებაზე ასე გავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტი პირველის მსგავსი გამოდგა, მატჩის განახლებით 4 წუთში ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და საბურთალო უკვე 2 ბურთით დააწინაურა.

57-ე წუთზე დინამო რევიშვილმა იხსნა, როდესაც ვლადიმერ მამუჩაშილის ახლო მანძილიდან დარტმული მოიგერია. სამ წუთში ხარაიშვილმა ძელს გაარტყა. შემდეგ რევიშვილმა ვოლკოვსაც აუღო.

მატჩის 71-ე წუთზე ხარაიშვილის ზუსტი დარტყმა და _ 1:4. ამის შემდეგ თამაშის რიტმი საგრძნობლად დაეცა დამატჩი ინერციით დასრულდა.

დინამო (თბ)-საბურთალო 1:4
თბილისი. დინამო არენა
0:1 ვოლკოვი (4), 1:1 თოთაძე (27), 1:2 მამუჩაშვილი (37), 1:3 ვოლკოვი (49), 1:4 ხარაიშვილი (71)

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, სალუქვაძე, თოთაძე, ქარდავა (ქოჩლაძე 61), ნინუა, შულაია, ზარია (ქავთარაძე 78), მიქელთაძე, კოვტალიუკი (ლილუაშვილი 46)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი (მალი 81), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, თარხნიშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი (ტერა 75), კოხრეიძე (მუიეცი 70)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები