ლუკაკუმ ნისტელროის რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუკაკუმ ნისტელროის რეკორდი გაიმეორა


ლუკაკუმ ნისტელროის რეკორდი გაიმეორა

ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ "მანჩესტერის" მაისურით მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, მან "ევერტონი" დაამწუხრა.

ლუკაკუმ ამ შეხვედრაში რეკორდიც დაამყარა. კერძოდ, საჰასთან და ნისტელროისთან ერთად, ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც პრემიერ ლიგის საწყის 5 ტურში 5 გოლი აქვს გატანილი.

ამ მაჩვენებლით ლუკაკუ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბომბარდირია კუნ აგუეროსთან ერთად.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, "ბაზელსაც" გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები