ლევანდოვსკიმ რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკიმ რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა


ლევანდოვსკიმ რეალში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ჭორები იმის შესახებ, რომ რეალში გადავალ, სიმართლეს არ შეესაბამება. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.

რაც შეეხება მაინცთან გამარჯვებას, აქ ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა. მთელ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით", - აცხადებს ლევანდოვსკი.

ესპანურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ის სამეფო კლუბში 2018 წელს გადავიდოდა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის გასულ ტურში "მაინცი" 4:0 გაანადგურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები