რეალმა სოსიედადს მოუგო და ბარსელონასთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალმა სოსიედადს მოუგო და ბარსელონასთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]


რეალმა სოსიედადს მოუგო და  ბარსელონასთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

ლა ლიგის მე-4 ტურში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "სოსიედადსა" და მადრიდის "რეალს" შორის.

სამეფო კლუბი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა, თუმცა მათ კარგად დაიწყეს და ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს. თავი ბორხა მაიორალმა გამოიჩინა.

ბასკურმა კლუბმა ამის შემდეგ ძალიან მოუმატა, რის შედეგადაც, 28-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

გატანილი გოლის შემდეგ, "სოსიედადი" კვლავ უტევდა. "რეალმა" კი მეტოქე კონტრ-შეტევაზე დაიჭირა და მეორე გოლი გაუტანა. მატჩს საბოლოო წერტილი გარეთ ბეილმა 61-ე წუთზე დაუსვა - 1:3.

4 ტურის შემდეგ "რეალს" 8 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება.

სოსიედადი - რეალი 1:3

გოლები: ბორხა (19), როდრიგესი (28), როდრიგესი (ა.გ, 36), ბეილი (61).

გაფრთხილება:
ლორენტე, ილარამენდი, იანუზაი, ასენსიო, კაზემირო.

შემადგენლობები


სოსიედადი:
რული, როდრიგესი, ლორენტე, ელუსტონდო, ოდრიოზოლა, ზურუტუზა, ილარამენდი, პრიეტო (ხუანმი), კანალესი (ველა), ვილიამ-ჟოზე, იანუზაი (აგირეჩე).

რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, ერნანდესი (ნაჩო), მოდრიჩი, კაზემირო, ისკო, ასენსიო (სებალოსი), ბორხა (ვასკესი), ბეილი.

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები