მონტელა: "ჯერჯერობით არ ვიცი, თუ რა შეუძლია ამჟამინდელ მილანს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "ჯერჯერობით არ ვიცი, თუ რა შეუძლია ამჟამინდელ მილანს"


მონტელა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "უდინეზესთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"თამაში მომეწონა, ჩვენ კარგად ვთამაშობდით იმ მომენტის გამოკლებით, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და მეტოქემ გოლი გაგვიტანა.

საერთო ჯამში, ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი ბევრ ასპექტში. შეგვეძლო თამაშის ბედი იმაზე ადრე გადაგვეწყვიტა, ვიდრე ეს საბოლოოდ გავაკეთეთ.

ჩვენ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. შევეცდებით ასეთივე რიტმში გავაგრძელოთ თამაში. ჯერჯერობით არ ვიცი, თუ რის მიღწევა შეუძლია ამჟამინდელ მილანს", - დასძინა ვინჩენცო მონტელამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები