დენის სუარესმა პაულინიო შეაქო: "ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დენის სუარესმა პაულინიო შეაქო: "ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა"


დენის სუარესმა პაულინიო შეაქო:

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ფეხბურთელმა, დენის სუარესმა თავის ბრაზილიელ თანაგუნდელზე, პაულინიოზე ისაუბრა.

"პაულინიო - ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. ბოლო პერიოდში ის ეროვნული ნაკრების კაპიტანიც კი იყო. ამით ყველაფერი ნათქვამია. საუბარი ძალიან ძლიერ მოთამაშეზეა და ის ამას ამტკიცებს", - განაცხადა დენის სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს გამართულ შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონამ" სწორედ პაულინიოს და დენის სუარესის მიერ გატანილი გოლების წყალობით იმარჯვა.

ამ დროისთვის კატალონიელებს 4 ჩატარებული მატჩიდან 4-ივე მოგება აქვთ და ესპანეთის პრიმერა დივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები