დავით ხოჭოლავა: წინ მთელი სეზონია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დავით ხოჭოლავა: წინ მთელი სეზონია


დავით ხოჭოლავა: წინ მთელი სეზონია

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში დავით ხოჭოლავა ოდესაში დაბრუნდა და დონეცკის შახტარის შემადგენლობაში ყოფილ კლუბს, ჩერნომორეცს ეწვია. უგოლო მატჩი ჩვენებურმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე და ცენტრალური მცველი ბოლოს თავდასხმაშიც კი ირჯებოდა.

ყოფილ კლუბთან მატჩის შემდეგ ქართველმა მცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

_ უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. წინ მთელი სეზონია, ამიტომაც ჩერნომორეცთან სტუმრად ფრეს ცუდ შედეგად არ მივიჩნევ. შახტარისთვის მატჩის ვერმოგება ცუდი იყო, მაგრამ 1 კვირაში ხელახლა გვექნება შანსი, - განაცხადა ხოჭოლავამ.

შახტარი მომდევნო ტურში ზირკას დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები