პოლარის სისტემამ ქართველი ფეხბურთელების მაჩვენებლები დააფიქსირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოლარის სისტემამ ქართველი ფეხბურთელების მაჩვენებლები დააფიქსირა


პოლარის სისტემამ ქართველი ფეხბურთელების მაჩვენებლები დააფიქსირა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ლიგაში ახალი სისტემა დანერგა და პოლარის მეშვეობით თითქმის ყველა სტატისტიკურ მონაცემებს აფიქსირებს.

პოლარი გამოყენებული იქნა ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში სამტრედიასა და ლოკომოტივს შორის.

სტატიკის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მეტი მანძილი მტელი მატჩის განმავლობაში სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დაფარა _ 11.6 კილომეტრი. მეორე ადგილზეა ასევე სამტრედიელი გიული მანჯგალაძე _ 11.54, ხოლო მესამეზე ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძე _ 11.19.

სპრინტი ყველაზე მეტჯერ იმავე დათუნაიშვილმა განახორციელა _ 67. მეორე ადგილზე აქ დავით რაჟამაშვილია _ 61, ხოლო მესამე მანჯგალაძე _ 57.

რაც შეეხება სისწრაფეს: მაქსიმალური სიჩქარე რაჟამაშვილმა დააფიქსირა _ 32 კმ/სთ, ლოკომოტიველი დავით უბილავას მაჩვენებელია _ 31.8 კმ/სთ, ხოლო მესამე შედეგი ერთადროულად ორ ფეხბურთელს, ლოკომოტიველებს, სიხარულიძესა და ნოდარ ქავთარაძეს ჰქონდათ _ 31.3 კმ/სთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები