ჰალილოვიჩი დაახლოებით 3 თვეს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰალილოვიჩი დაახლოებით 3 თვეს გამოტოვებს


ჰალილოვიჩი დაახლოებით 3 თვეს გამოტოვებს

"ლას პალმასის" შემტევი ნახევარმცველი, ალენ ჰალილოვიჩი, საკუთარ გუნდს ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა.

ჰალიოვიჩმა ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ (1:0) მატჩში, ბარძაყის დაზიანება მიიღო და მინდორი პირველი ტაიმის ბოლოს დატოვა.

ესპანური გამოცემა "Marca" იტყობინება, რომ ახალგაზრდა ხორვატი შემტევი ამ ტრავმის გამო დაახლოებით 3 თვეს გამოტოვებს.

ალენ ჰალილოვიჩი "ლას პალმასს" ამ ზაფხულს იჯარის წესით "ჰამბურგიდან" შეუერთდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლას პალმასი ალენ ჰალილოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები