იარმოლენკო სიგნალ-იდუნა პარკის ატმოსფეროთი მოიხიბლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იარმოლენკო სიგნალ-იდუნა პარკის ატმოსფეროთი მოიხიბლა


იარმოლენკო სიგნალ-იდუნა პარკის ატმოსფეროთი მოიხიბლა

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი, ანდრეი იარმოლენკო, "სიგნალ-იდუნა პარკზე" სადებიუტო თამაშის შემდეგ აღფრთოვანებულია.

"ეს ჩემი პირველი მატჩი იყო "სიგნალ-იდუნა პარკზე". ატმოსფერო უბრალოდ ფანტასტიკურია. მშენიერი გამარჯვება მოვიპოვეთ", - დაწერა ინსტაგრამზე ანდრეიმ.

ბუნდესლიგის მე-5 ტურში "ბორუსიამ" საკუთარ მოედანზე "კიოლნი" მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა. იარმოლენკომ კი ძირითადში დაიწყო და საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა.

27 წლის უკრაინელი შემტევი დორტმუნდელებმა ამ ზაფხულს კიევის "დინამოდან" 30 მილიონ ევროდ დაიმატეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები