მანჩესტერ იუნაიტედი ნაინგოლანს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედი ნაინგოლანს აკვირდება


მანჩესტერ იუნაიტედი ნაინგოლანს აკვირდება

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, რაჟა ნაინგოლანი, "მანჩესტერ იუნაიტედის" რადარზე კვლავ იმყოფება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მანკუნიანელების სკაუტები რომაული კლუბის ბოლო მატჩს, შინ "ვერონას" წინააღმდეგ, ესწრებოდნენ და ბელგიელ მოთამაშეს აკვირდებოდნენ.

ძალიან დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის შემდეგ 36 წლის მაიკლ კარიკი კარიერას დაასრულებს და "იუნაიტედი" ნაინგოლანს სწორედ მის შემცვლელად ხედავს.

29 წლის რაჟას რომაულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 45 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები