ლამმა მიუნხენის სუპერმარკეტში მოლარედ იმუშავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლამმა მიუნხენის სუპერმარკეტში მოლარედ იმუშავა


ლამმა მიუნხენის სუპერმარკეტში მოლარედ იმუშავა
მიუნხენური გრანდის ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, საინტერესო აქციაში მიიღო მონაწილეობა და დროებით ახალი პროფესია შეიძინა.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ გამოცდილმა გერმანელმა მიუნხენის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოლარედ იმუშავა და მსურველებს ავტოგრაფებიც დაურიგა.

"ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო, ამიტომაც საკმაოდ საინტერესო გამოდგა", - მოკლედ განაცხადა ფილიპ ლამმა.

"ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ საფეხბურთო კარიერა ამ ზაფხულს დაასრულა და ახლა საკმაოდ აქტიური ცხოვრებით არის დაკავებული. ის ბევრს მოგზაურობს და ახალ გამოცდილებებს იძენს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ფილიპ ლამი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები