19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 1 ქულით დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 1 ქულით დაასრულა


19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 1 ქულით დაასრულა

გაიმართა 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფის ბოლო შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საბერძნეთს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ანგარიში ქართველმა გოგონებმა გახსნეს _ 39-ე წუთზე ბერძნებს ირინა ხაბურძანიამ გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მატჩის მიწურულს მოახერხეს. 89-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დესპოინა ჩაძინიკოლაუმ შეასრულა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფში მოპოვებული 7 ქულით პირველი ადგილი პოლონეთის 19-წლამდე ნაკრებმა დაიკავა. მეორეზე კი, 5 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა. ორივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ელიტ-რაუნდში განაგრძობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები