VIDEO: ვიდეო გამეორების გამო კიოლნი დორტმუნდთან მატჩის თავიდან ჩატარებას ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ვიდეო გამეორების გამო კიოლნი დორტმუნდთან მატჩის თავიდან ჩატარებას ითხოვს


VIDEO: ვიდეო გამეორების გამო კიოლნი დორტმუნდთან მატჩის თავიდან ჩატარებას ითხოვს

"კიოლნის" სპორტულმა დირექტორმა ხორხ შმადტკე პატრიკ იტრიხის გადაწყვეტილების გამო "დორტმუნდთან" მატჩის თავიდან ჩატარებას ითხოვს.

ბუნდესლიგის გასული ტურის შეხვედრაში "დორტმუნდმა" "კიოლნი" 5:0 დაამარცხა. მეორე გოლის დროს რეფერიმ გოლი არ ჩათვალა, თუმცა შემდეგ ვიდეო გამეორება გამოიყენა და ნახა, რომ მეკარეზე თავდასხმა არ ყოფილა. შედეგად, გოლი ჩაითვალა და ანგარიში 2:0 გახდა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგს გავაპროტესტებთ. ეს იყო კანონგარეშე გადაწყვეტილება, რაც ჩემპიონატის რეგულაციებს სცდება. ველოდებით, რომ შეხვედრა თავიდან ჩატარდება.

მომხრე ვარ, რომ ვიდეო გამეორება დაინერგოს, თუმცა ამ მომენტისთვის მსაჯებმა ისე უნდა იმოქმედონ, როგორც ეს ჩემპიონატის წესდებაშია", - განაცხადა "კიოლნის" სპორტულმა დირექტორმა.

იხილეთ გოლი, 2:51 წამზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები