ბარსელონა დემბელეს ტრავმას ხეტაფეს აბრალებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა დემბელეს ტრავმას ხეტაფეს აბრალებს


ბარსელონა დემბელეს ტრავმას ხეტაფეს აბრალებს

ლა ლიგის გასული ტურის მატჩში "ბარსელონა" "ხეტაფეს" შეხვდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მე-19 წუთზე "ბარსელონას" 105-მილიონიანმა ფეხბურთელმა, ოუსმან დემბელემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს.

კატალონიაში ფიქრობენ, რომ დემბელეს ტრავმაში წვლილი "ხეტაფეს" მინდვრის საფარმაც შეიტანა.

გაცნობებთ, რომ დემბელეს გარდა ტრავმა, იმ დღეს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა გაკუ შიბასაკიმაც მიიღო.

ხერარდ დეულოფეუმ საჯაროდ განაცხადა, რომ "ალფონსო პერესზე" მინდვრის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო: "3 ქულა დაძაბულ სიტუაციაში მოვიპოვეთ, რადგან მინდვრის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ უბრალოდ თამაში არ შეიძლებოდა."

ტერ შტეგენი: "მინდვრის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თავიდანვე ჩანდა პრობლემები შეგვექმნებოდა."

MARCA წერს, რომ გუნდში დემბელეს ტრავმას სწორედ "ალფონსო პერესის" ბალახს აბრალებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები