რეალი პელეს სანტოსს გაუთანაბრდა
თარიღი: სექტემბერი 18, 2017, 22:35
მადრიდის "რეალმა" პელეს "სანტოსის" რეკორდი გაიმეორა.
1963 წელს, ბრაზილიურმა გუნდმა ზედიზედ 73 ოფიციალურ მატჩში შეძლო გოლის გატანა.
გასულ კვირას, "რეალმა" "სოსიედადი" 3:1 დაამარცხა და ეს მადრიდული გუნდის ზედიზედ 73-ე მატჩი აღმოჩნდა, სადაც გოლის გატანა შეძლო.
შემდეგ შეხვედრას, ზიდანის გუნდი 20 სექტემბერს მართავს. ლა ლიგის მატჩში "რეალი" "ბეტისს" უმასპინძლებს და შეეცდება რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE