ბარსელონამ დემბელეს ტრავმის გამო 10 მილიონი დაზოგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონამ დემბელეს ტრავმის გამო 10 მილიონი დაზოგა


ბარსელონამ დემბელეს ტრავმის გამო 10 მილიონი დაზოგა

"ხეტაფესთან" მატჩში ოუსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და ის დაახლოებით ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

20 წლის ფრანგში კატალონიურმა კლუბმა 105 მილიონი ევრო გადაიხადა და ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უნდა ყოფილიყო.

რა თქმა უნდა, დემბელეს არ ყოფნა ვალვერდეს დააზარალებს, თუმცა ამას თავის დადებითი მხარეც აქვს.

2017-2018 წლების სეზონში, ფრანგის ტრავმის გამო "ბარსელონა" 10 მილიონ ევროს დაზოგავს.

როგორც იცით, "დორტმუნდმა" ფეხბურთელი 105 მილიონ ევროდ გაყიდა, თუმცა დამატებით ბონუსური სისტემა შეიმუშავა.

ერთ-ერთი პუნქტი თამაშების რაოდენობას ეხებოდა. იმ შემთხვევაში, თუ დემბელე "ბარსელონაში" 50 მატჩს ჩაატარებს, გერმანულმა გუნდმა დამატებით 10 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

ამ სეზონში ფრანგი 50 მატჩში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს და ბართომეუ ერთი წლით 10 მილიონ ევროს დაზოგავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები