ფეხბურთელები, რომლებიც ბარსელონას შეუძლია დღესვე დაიმატოს, დემბელეს დაბრუნებამდე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფეხბურთელები, რომლებიც ბარსელონას შეუძლია დღესვე დაიმატოს, დემბელეს დაბრუნებამდე


ფეხბურთელები, რომლებიც ბარსელონას შეუძლია დღესვე დაიმატოს, დემბელეს დაბრუნებამდე
"ხეტაფესთან" მატჩში ოუსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და ის ოთხი თვე მოედანზე ვერ დაბრუნდება.

"ბარსელონას" შემადგენლობაში ისედაც პრობლემები ჰქონდა, ახლა კი საქმე კიდევ უფრო უარესად არის.

ცნობილი ამერიკული გამოცემა GOAL.COM-ი იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებიც კატალონიურ გუნდს შეუძლია, რომ დაიმატოს.

ჩამოთვილი მოთამაშეები თავისუფალი აგენტები არიან და ნებისმიერ წუთს შეუძლიათ ახალი კონტრაქტის გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.

1. რონალდინიო - ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა სიაში ისიც მოხვდა. 37 წლის ბრაზილიელს ფეხბურთი 2015 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

2. ანტონიო კასანო - ფეხბურთელმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. ის აპირებდა მოედანზე თამაშის გაგრძელებას, თუმცა ზაფხულში გადაიფიქრა. ასეა თუ ისე, კასანო მხოლოდ რამდენიმე თვეა აღარ თამაშობს და ფორმის აღდგენას მალევე მოახერხებს. ბოლოს იტალიელი "სამპდორიაში" გამოდიოდა.

3. ხოსე ანტონიო რეიესი - 34 წლის ესპანელი უგუნდოდ არის. გასული სეზონი მან "ესპანიოლში" გაატარა, რის შემდეგაც კონტრაქტი არც ერთ კლუბთან არ გაუფორმებია.

4. დიეგო კაპელი - 29 წლის ესპანელი შარშან "ანდერლეხტში" თამაშობდა, თუმცა ახლა უგუნდოდ არის. შეგახსენებთ, რომ ის 2008 წელს ესპანეთის ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

5. დიეგო ფორლანი - გასული სეზონი ფორლანმა ინდოეთში გაატარა. 38 წლის ურუგვაელი ამჟამად უგუნდოდ არის.

6. ფლორენტ მალუდა - 2016 წელს ის ეგვიპტეში მოღვაწეობდა, ახლა კი უგუნდოდ არის.

7. კლაუდიო პიზარო - 38 წლის პერუელმა კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა და ის ძალების აღდგენას მალევე შეძლებს. პიზარო ბოლოს "ვერდერის" ღირსებას იცავდა.

8. ჯუზეპე როსი - 30 წლის იტალიელმა გასული სეზონი "სელტაში" იჯარის სახით გაატარა. ის "ფიორენტინას" საკუთრება იყო, თუმცა გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები