კვერკველიას და ტაბიძის მარცხი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვერკველიას და ტაბიძის მარცხი


კვერკველიას და ტაბიძის მარცხი

რუსეთის პრემიერლიგაში დღეს 2 ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა და ორივე დამარცხდა.
სენსაციური იყო ლოკომოტივს მარცხი ამკართან. რკინიგზელები ჩემპიონატის ლიდერთა შორის არიან და ჩემპიონობის ამბიცია გააჩნიათ, მაგრამ შინ ბოლოადგილოსან გუნდთან 0:1 დამარცხდნენ.

ლოკომოტიველთა შემადგნელობაში ძირითადში იყო სოლომონ კვერკველია და მოედანზე სრულად დაჰყო.

ასევე სრულად ითამაშა უფას შემადგენლობაში ჯიმი ტაბიძემ, მისი გუნდი კი სტუმრად 0:3 დამარცხდა ჩემპიონატის ლიდერ ზენიტთან, რომელმაც ლოკომოტივის მარცხით ისარგებლა და კიდევ უფრო დაწინაურდა.

ლოკომოტივს ახლა 20 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ხოლო უფა ქულით _ მე-11 პოზიციაზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები