მორიენტესი: "მბაპე არა პსჟ-ში, არამედ რეალში უნდა გადასულიყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორიენტესი: "მბაპე არა პსჟ-ში, არამედ რეალში უნდა გადასულიყო"


მორიენტესი:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო მორიენტესმა კილიან მბაპეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის "რეალში" უნდა გადასულიყო.

"ჩემი აზრით, რეალს ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი არ უნდა ეყიდა. კარგია, რომ გუნდში დიდი ცვლილებები არ მოხდა.

რაც შეეხება მბაპეს, ის ფანტასტიური ფეხბურთელია და არა პარიზში, არამედ რეალში უნდა გადასულიყო, რადგან ის რეალის დონის მოთამაშე უფროა.

რეალში თამაში კი ნიშნავს იმას, რომ შენ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ მსოფლიოში", - აცხადებს მორიენტესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები